20 minutes: რატომ იმყოფება პანდემიის მეოთხე ტალღაში ისრაელი, სადაც მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა?

ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია Covid-19-სგან მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის საკითხში, თუმცა, მან ვერ შეძლო პანდემიის მეოთხე ტალღის არიდება.

ფრანგული გამოცემა – 20 minutes იმ მიზეზებზე წერს, რომლებმაც ვირუსის ცირკულაციას შეუწყო ხელი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ეს შეიძლება, იმიტომ მოხდა, რომ “ქვეყანამ შეზღუდვები ძალიან ადრე მოხსნა, მაგრამ ყველაფერი, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება იმას, რომ მილიონობით ადამიანი თავს არიდებს აცრას. ამიტომ, სანიტარიულ ორგანოებს სხვა არჩევანი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ახალი შეზღუდვები დააწესონ და აცრან ყველა, ვისაც ჯერ არ გაუვლია იმუნიზაციის პროცესი, მათ შორის, ბავშვებიც”.

“ზაფხულის დასაწყისი უდარდელად დაიწყო, მაგრამ “დელტას” ვარიანტის გამოჩენამ ეპიდემიის მიმდინარეობა შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 9.3 მილიონი ადამიანი აცრილია, იმუნიზაციის მოწინააღმდეგეთა უმცირესობა აფერხებს ქვეყანაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას. ვაქცინაციის მკვეთრი უარყოფა ძირითადად გამოიხატება ულტრა-მართლმადიდებლურ ებრაულ საზოგადოებაში, რომელიც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს, ასევე, ისრაელის არაბულ უმცირესობაში. “არაბთა საზოგადოებაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა 9 აგვისტოს.

არაბული ისრაელის არაკომერციული ჯანდაცვის ორგანიზაცია Galilee Society-ის მონაცემებით, ისრაელის არაბების მხოლოდ 51% არის აცრილი, ისრაელის ყველა დანარჩენი მოქალაქის 66% -სთან შედარებით”, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც ეპიდემიოლოგმა, ანტუან ფლაომ განმარტა, “ამ რიცხვებთან ერთად, აუცილებელია ახალგაზრდების ჩათვლა, რომლებიც არ გრძნობენ არც სურვილს და არც აუცილებლობას აცრის, რადგან მიაჩნიათ, რომ არიან ინფიცირების ან გარდაცვალების დაბალ რისკ ჯგუფში”.

20 minutes წერს, რომ ვირუსის ცირკულირების რეზერვუარს ისინიც წარმოადგენენ, ვინც 6 თვის წინ აიცრა და რომელთა იმუნიტეტი Pfizer-ის ვაქცინით შემუშავებული, იწყებს კლებას. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვები, რომლებიც ბევრად ხშირად ინფიცირდებიან “დელტა” შტამით.

ბენ-გურიონის სახელობის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორის, ნადავ დავიდოვიჩის თქმით, “ყველამ მოადუნა ყურადღება, როდესაც გამოცხადდა, რომ მასობრივი იმუნიტეტი თითქმის მიღწეულია. სინამდვილეში კი, ვაქცინის ეფექტურობა მცირდებოდა, “დელტა” ვარიანტი კი ბევრად უფრო ინფექციურია. ახლა უკვე ვჩქარობთ. როგორც ჩანს, მარტი-აპრილში ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით “ჯოგურ იმუნიტეტთან”, მაგრამ ასეთი ბარიერის მიღწევა შეუძლებელია, როდესაც ბავშვები ჯერ არ არიან აცრილნი “.

“ივნისის დასაწყისში, ისრაელის ხელისუფლებამ ვაქცინაცია გაავრცელა 12-დან 16 წლამდე ახალგაზრდებზე, ხოლო პირველი აგვისტოდან შესაძლებელია 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების აცრაც. 23 აგვისტოს გამოცხადდა, რომ სკოლებში, სასწავლო წლის დაწყების პარალელურად, ვაქცინაციის კაბინეტები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან მოსწავლეები აიცრებიან სკოლის შენობებში მშობლების ნებართვით. გარდა ამისა, სამი კვირის წინ ებრაულმა სახელმწიფომ წამოიწყო კამპანია მესამე დოზის შემოღების მიზნით 60 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის. მოგვიანებით, რევაქცინაციის ასაკი 40 წლამდე შემცირდა”, – ნათქვამია 20 minutes-ის სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები