კერსტი კალულაიდი: “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს დასჭირდებათ 20-წლიანი მუშაობა ევროკავშირის წევრობისთვის, ყველგან სასამართლოს პრობლემაა

ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალულაიდის განცხადებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს ევროკავშირში წევრობისთვის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭიროებათ. მისი თმით, არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა ამას არ პასუხობენ.

ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Eurointegration-თან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, ევროკავშირი უნდა ყოფილიყო გაბედული გაფართოების საკითხში, მაგრამ უკრაინას სჭირდება “კიდევ 20-წლიანი მუშაობა”, რომ იყოს მზად წევრობისთვის.

”მე მსურს, რომ ევროკავშირი იყოს უფრო გაბედული გაფართოების საკითხში. აღმოსავლური პარტნიორებისთვის საჭიროა გარკვეული გადაწყვეტილება: ან ჩვენ ვთავაზობთ მათ სრულ წევრობას, ან შევქმნით ახალ ფორმატს სამი სახელმწიფოსთვის, რომლებსაც აქვთ ამბიციები – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო”, – აღნიშნა კერსტი კალულაიდმა.

ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავად არის გაფართოების მომხრე, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.

“ბევრი პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, არცერთი თქვენი სახელმწიფო არ აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. თქვენ დაგჭირდებათ 20-წლიანი მუშაობა, სანამ არ მიაღწევთ ამ მზადყოფნას. სამივე ქვეყანას აქვს სასამართლოებთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენ არ შეესაბამებით ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებს!”, – ხაზი გაუსვა კალულაიდმა.

მისი თქმით, შუალედური ეტაპი შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ქვეყნების ეკონომიკები კი უკვე  ინტეგრირებულია ევროკავშირის ეკონომიკასთან.

“ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ცვლილებებს, მაგრამ თქვენ უნდა შეასრულოთ სამუშაო. და ეს მძიმე სამუშაოა”, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები