კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 030, აჭარაში – 599, იმერეთში – 598

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა – 599, იმერეთი – 598, ქვემო ქართლი – 333, შიდა ქართლი – 331, გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 336, კახეთი – 446, მცხეთა-მთიანეთი – 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762 საიდანაც: 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 107, აჭარაში – 1 046, იმერეთში – 1 102. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში – 622, აჭარაში – 164, იმერეთში – 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 47, იმერეთში – 26. 3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 – თბილისში, 1 227 – აჭარაში. 47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები