ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კალულაიდის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი, სანამ არ დაიბრუნებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას.
ამის შესახებ მან Eurointegration-თან ინტერვიუში თქვა.
“ესტონეთი მხარს უჭერს MAP-სა და უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას, მაგრამ გაურკვეველია, როდის იქნება ეს შესაძლებელი. ჩვენ ჯერ ისტორიის შემობრუნებას უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა კერსტი კალულაიდმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა უკრაინის მთელს ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა ნატო-ში შესვლის პირობა, მან დადებითი პასუხი გასცა: “აბსოლუტურად! ჩვენ გვჭირდება კონფლიქტის მოგვარება. იმედია, მოლაპარაკებების გზით. ადრე თუ გვიან”.