ივანე ჩხაიძე: თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% იქნება აცრილი
“თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, წლის ბოლომდე მოსახლეობის 70% იქნება აცრილი”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, გეგმა გულისხმობს წლის ბოლომდე 1 690 000 ადამიანის აცრას.
,,ჩვენი გეგმა გულისხმობს წლის ბოლომდე 1 690 000 ადამიანის აცრას. თუ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელებთ, უკვე ნოემბრის ბოლოსათვის საქართველო შეძლებს იმის თქმას, რომ მიაღწია ამ მიზანს. ამ შემთხვევაში, ქვეყანაში შეიქმნება იმუნური ფენა და პანდემია ჩვენთვის საშიში აღარ იქნება. ამ ტემპებით წლის ბოლომდე ჩვენ 70%-იან ნიშნულს მივუახლოვდებით, რაც ძალიან კარგი შედეგი იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.