საფრანგეთში ევაკუირებული ხუთი ავღანელი, “თალიბანთან” შესაძლო კავშირების გამო, მეთვალყურეობის ქვეშაა
ქაბულიდან საფრანგეთში ევაკუირებული, ავღანეთის ხუთი მოქალაქე მეთვალყურეობის ქვეშ არის “თალიბანთან” შესაძლო კავშირების გამო, ხოლო ერთი მათგანი დააკავეს სამეთვალყურეო მოთხოვნების დარღვევის შემდეგ, კერძოდ, მას სენ-სან-დენის რაიონის დატოვების უფლება არ ჰქონდა და თვითიზოლაციის დარღვევა.
ამის შესახებ Le Figaro წერს.
მთავრობის წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა თქვა, რომ დაკავებულია “ავღანეთის მოქალაქე, რომელიც ეხმარებოდა საფრანგეთის მოქალაქეების ევაკუაციაში და შესაძლოა, მან ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინა.”
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ავღანელს, არსებობს ეჭვი “თალიბანთან” მათი კავშირის შესახებ და დაკავებული მეხუთე ავღანელი, სავარაუდოდ, მათ კარგად იცნობს.