აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ ქაბულის აეროპორტი შესაძლოა, ტერორისტების სამიზნე გახდეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანლის, ადამ შიფის განცხადებით, ქაბულში ჰამიდ კარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი შესაძლოა, ტერორისტული დაჯგუფებების – “ალ-ქაიდასა” და “დაეშ – ჰორასანის” სამიზნე გახდეს.

ამის შესახებ მან ავღანეთის საკითხზე დახურული ბრიფინგის დასრულების შემდეგ Fox News-თან საუბარში თქვა.

“მე ვფიქრობ, რომ აეროპორტში საფრთხე რეალურია, ძალიან მნიშვნელოვანი. ქაბულის აეროპორტი შეიძლება, იყოს ძალიან მიმზიდველი სამიზნე “ისლამური სახელმწიფო -ჰორასანისთვის” ან “ალ-ქაიდას” წევრებისთვის”, – თქვა შიფმა.

მისივე თქმით, ”როდესაც საქმე გვაქვს ხალხის მასობრივ შეკრებასთან, როგორც ამ შემთხვევაშია, ეს ქმნის შესაძლებლობას, გამოყენებული იყოს თვითნაკეთი და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები”.

რაც შეეხება ავღანეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, როგორც ქვეყნის გაქცეულმა მოადგილემ, ამრულა სალეჰმა India Today-თან საუბარში თქვა, “ჩვენ არ გვინდა, რომ ავღანეთი იქცეს “თალიბანისტანად”, ეს არ მოხდება, ეს არის ის, რაც “თალიბანს” უნდა. ჩვენ გვირჩევნია მოლაპარაკებები, მაგრამ ისინი უნდა იყოს მნიშვნელოვანი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები