ქაბულის აეროპორტიდან უკრაინის საევაკუაციო თვითმფრინავი გაიტაცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ევგენი ენინის თქმით, გასულ კვირას ქაბულში უცნობმა პირებმა უკრაინის საევაკუაციო თვითმფრინავი გაიტაცეს და სხვა მგზავრებთან ერთად ირანში გაფრინდნენ.
“ჩვენი თვითმფრინავი გაიტაცეს სხვა ადამიანებმა. გასულ სამშაბათს ჩვენი თვითმფრინავი, ფაქტობრივად, გაიტაცეს – ის ირანში გაფრინდა მგზავრების უცნობ ჯგუფთან ერთად, უკრაინელების გაყვანის ნაცვლად”, – თქვა დიპლომატმა ადგილობრივ რადიოსთან საუბარში.
მისი თქმით, უკრაინელების შემდეგი სამი მცდელობა მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მგზავრები აეროპორტში მოხვედრას ვერ ახერხებდნენ.
უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ ქაბულიდან უკრაინელების ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს.
23 აგვისტოს 98 მგზავრის გამოყვანა მოხერხდა, მათგან 41 უკრაინის მოქალაქეა, მათ შორის 27 ბავშვია.