ევაკუაციის დროს ავღანელმა ქალმა აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავში იმშობიარა

ქაბულიდან მორიგი საევაკუაციო რეისის შესრულების დროს, ავღანეთის მოქალაქემ C-17-ის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავში გოგონა გააჩინა.

ამის შესახებ გერმანული მედია აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნება, რომ ქალს მშობიარობა ჰაერში დაიწყო, რაც გაუმჯობესდა მას შემდეგ, როდესაც თვითმფრინავმა სიმაღლე შეცვალა და დაეშვა, სალონში კი წნევა გაიზარდა.

ბავშვი თვითმფრინავის დაშვებიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა.

გოგონა და დედა თავს კარგად გრძნობენ, ისინი ლანდსტულის სამხედრო საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები