Pfizer-ის ვაქცინის სრულად ავტორიზაციის შემდეგ, პენტაგონი შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის მანდატს დააწესებს

Pfizer-ის ვაქცინის სრულად ავტორიზაციის შემდეგ, პენტაგონი შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო ვაქცინაციის მანდატს დააწესებს. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ახლა, როდესაც Pfizer-ის ვაქცინა დამტკიცებულია, თავდაცვის დეპარტამენტი დირექტივას გამოსცემს, რომელიც მოითხოვს, რომ პერსონალი აცრილი იყოს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. Pfizer-ის ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეცნიერებმა ვაქცინის მონაცემების ასობით ათასი გვერდი შეაფასეს. Pfizer-ის ვაქცინამ მარეგულირებლის უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების მაღალი სტანდარტები დააკმაყოფოლა.

„მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე უსაფრთხოდ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ზოგიერთისთვის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ ვაქცინის დამტკიცებამ ვაქცინაციისადმი დამატებითი ნდობა შეიძლება გამოიწვიოს“, – განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები