ათენთან ტყის ახალი ხანძარი გაჩნდა, ევაკუირებულია ორი სოფლის მოსახლეობა

ათენის დასავლეთით, ტყის იმ ზონაში, რომელიც გასულ კვირას განადგურდა, ახალი ხანძარი გაჩნდა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ხელისუფლებამ სოფლების – ვილია და პროფეტი-ილიასს მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

სოფლები საბერძნეთის დედაქალაქიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლის გავრცელებას კი  ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

შეჩერებულია მოძრაობა ელეუსინე-ტივონის გზაზე. ატიკის გუბერნატორის მოადგილემ, ლეფტერის კოსმოპულოსმა თქვა, რომ ალი ქმნის ფრონტს მინიმუმ 1.5 კილომეტრის მანძილზე და ცეცხლი ხშირ ტყეშია გავრცელებული.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ხანძრის ქრობაში 85 მეხანძრე-მაშველი, 13 ვერტმფრენი და რვა თვითმფრინავია ჩართული.

გასულ კვირას ამავე ტერიტორიაზე ტყის 9 ათასი ჰექტარი დაიწვა.

აგვისტოს დასაწყისიდან კი, ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი, ტყის ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები