თამარ ტალიაშვილი: ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება, როგორც ძლიერი რეგიონული მოთამაშე

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად კიევში ყირიმის პლატფორმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრება. საპარლამენტო დელეგაციის წევრი საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ღონისძიების გახსნისას წარმოთქმულ მისასალმებელ სიტყვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ბრუნდება, როგორც ძლიერი რეგიონული მოთამაშე. საქართველოს უყურებენ, როგორც რუსული აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე მებრძოლსა და შავი ზღვის არეალში მშვიდობისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მონაწილეს. საქართველოს ნაბიჯები ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და განხორციელებული რეფორმები სანიმუშოდ მიიჩნევა“, – აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები