ალექსანდრე გოგორიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ციხესულორსა და მუქედში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა
ვანის მერი, ალექსანდრე გოგორიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
“ციხესულორსა და მუქედში ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, შოთა გიორგაძესთან ერთად შევხვდი.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ციხესულორსა და მუქედში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფელ ციხესულორში სრულად რეაბილიტირდა საბავშო ბაღის შენობა, აღდგა 5 სხვადასხვა შიდა საუბნო, საავტომობილო გზა, ასევე, რეაბილიტირდა ციხესულორის არასრული საჯარო სკოლის შენობა.
სოფელ მუქედში, მინაშვილების საუბნო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი,საჯარო სკოლის შენობაში კი მოხდა სველი წერტილების მოწყობა. ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას მუქედსა და ციხესულორში მოსახლეობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად”, – აცხადებს გოგორიშვილი.