ნატო: ყირიმში შექმნილი უსაფრთხოების მდგომარეობა მთელს ევროპას ეხება

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანეს განცხადებით, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს,  ოკუპირებულ ყირიმზე კონტროლი უკრაინას დაუბრუნოს.

 

ამის შესახებ მან კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე თქვა.

 

“უკრაინელებმა აირჩიეს თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, ხოლო ნატო მთლიანად უკრაინის მხარეზეა. ნატო მტკიცედ გმობს და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ყირიმი არის უკრაინის ტერიტორია და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნოს ნახევარკუნძულზე კონტროლი უკრაინას”, – თქვა მან.
ჯოანემ აღნიშნა, რომ ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის, შავი და აზოვის ზღვების უსაფრთხოების მდგომარეობა მთელს ევროპას ეხება.

 

“რუსეთის ქმედებებს უკრაინისთვის მოაქვს ტანჯვა და ადამიანური დანაკარგი, ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას და დესტაბილიზაციას და მოვუწოდებთ მათ ამის შეწყვეტისკენ, ასევე, ყველა უკრაინელის უფლებების დარღვევას, ყირიმელი თათრების ჩათვლით“, – განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ.

 

ჯოანმა გაიხსენა, რომ ნატო-ს ლიდერებმა ივნისის სამიტზე დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება: რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები