ბლინკენი: აშშ-მა ავღანეთიდან 30 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ავღანეთიდან საევაკუაციო კამპანიის დაწყებიდან დღემდე ქაბულის აეროპორტიდან 30 ათასამდე ადამიანია გაყვანილი, მათ შორის, 8 ათასი ბოლო ერთი დღის განმავლობაში.

 

ამის შესახებ დიპლომატმა რამდენიმე ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

 

 FoxNews-სთან საუბარში ბლინკენმა განაცხადა, რომ მესამე ქვეყნებში ადამიანების გადაზიდვის მიზნით, ადმინისტრაციამ მიიზიდა კომერციული ავიაკომპანიები, სადაც ისინი რჩებიან და შემოწმების დასრულებამდე იქნებიან.

 

”ჩვენ დადებული გვაქვს შეთანხმებები ოთხ კონტინენტზე, დაახლოებით, ოც ათეულ ქვეყანასთან, რომლებიც გვეხმარებიან ან მალე დაგვეხმარებიან ქაბულიდან ხალხის გაყვანაში,” – თქვა ბლინკენმა.

 

CBS-ზე გამოსვლის დროს ის არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ “თალიბანთან” მოლაპარაკების გამართვა მათი ლეგიტიმურიბის აღიარებას გულისხმობს.

 

”ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ “თალიბანთან” დოჰას პოლიტიკურ დონეზე და ახლა ადგილზე, ქაბულში ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო ურთიერთობას კონფლიქტური სიტუაციების მოსაგვარებლად, პრობლემების გადასაჭრელად, რაც ხალხს აქვს აეროპორტში მოხვედრისას. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი უსაფრთხოდ და ეფექტურად გავიყვანოთ. ეს არის ამ ურთიერთობის ბუნება,” – განმარტა დიპლომატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები