გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამების გამარჯვებულები ესპანეთსა და უკრაინაში გაემგზავრებიან

მწერალთა სახლისა და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ გაცვლითი სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ესპანეთში მასპინძელი რეზიდენციის ინიციატივით, პროგრამაში მონაწილეობას ერთის ნაცვლად, ორი ქართველი ავტორი მიიღებს – თეა თოფურია და თაკო ფოლადაშვილი, ლა კორუნიაში, ოქტომბერში, ორ-ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ.
ლვოვის სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებული ავტორია ნანა აბულაძე. მწერალი ლვოვში სექტემბერში ორი კვირის განმავლობაში იმუშავებს და რეზიდენციის ფარგლებში ასევე „ლვოვის წიგნის ფორუმს“ დაესწრება.
გაცვლითი პროგრამის პარტნიორები არიან – ლვოვის ქალაქის საბჭო და „ლვოვი – იუნესკოს ლიტერატურის ქალაქი“.
პროგრამის ფარგლებში მწერალთა სახლის რეზიდენცია ესპანელ და უკრაინელ ავტორებს უმასპინძლებს.
პროექტის მხარდამჭერია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები