ვლადიმერ ბოჟაძე: გაქცეულო პრეზიდენტო, უკრაინაში ამ ვიზიტის მერე შენი დაღმასვლა დაიწყება, რაც ,,ნაციონალურ მოძრაობაზეც“ უცილობლად აისახება
გაქცეულო პრეზიდენტო, უკრაინაში ამ ვიზიტის მერე შენი დაღმასვლა დაიწყება, რაც ,,ნაციონალურ მოძრაობაზეც“ უცილობლად აისახება – ამას ყალბი ცრემლებით ვეღარ უშველი, – ამის შესახებ ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხმიანება.
„გაქცეულ პრეზიდენტს ისე მაგრად აეწვა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების განახლება/გაღრმავება, პრემიერ-მინისტრების საქმიანი და მეგობრული კავშირები, რომ კიდევ ერთხელ ორი ქვეყნის მასშტაბით სამარცხვინოდ მოიტყუა: გმირი უკრაინელის ნეშტის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და გადასვენება სწორედ საქართველოს მთავრობისა და „წითელი ჯავრის“ დაუღალავი შრომის შედეგია, ხოლო სამების ტაძარში ამ უკრაინელი და სხვა ქართველი გმირების სამოქალაქო პანაშვიდს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იმყოფებოდა კიევში და მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ლვოვში იმყოფებოდა გუშინ და არა დღეს! გასაგებია, გაქცეულო პრეზიდენტო, ანუ ,,მესამე პრეზიდენტო“, როგორ შენი ჯიბის „კრიტიკული მედია“ მოგიხსენიებს, რომ უკრაინაში ამ ვიზიტის მერე შენი დაღმასვლა დაიწყება, რაც უცილობლად აისახება ,„ნაციონალურ მოძრაობაზეც“ საქართველოში, მაგრამ ამას ყალბი ცრემლებით ვეღარ უშველი. „ნიანგის ცრემლების“ ღვრას 2 ოქტომბერს განახებ საღამოს“, – წერს ბოჟაძე.