ზურაბ ქადაგიძე: ეს არის ოპოზიციის მთავარი მედროშე? “კუზიანს სამარე გაასწორებსო”, ნათქვამია და ამას რა ეშველება ნეტა?

,,ჯერ ერთი, რომ დღეს პრემიერს კიევში ჰქონდა შეხვედრები და ლვოვში ფიზიკურად ვერ იქნებოდა”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, თითქოს, საქართველოს პრემიერმინისტრმა პატივი არ მიაგო აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს.

,,მეორე, რომ საქართველოს მთავრობის და პირადად მეთაურის ჩართულობით მოხდა უკრაინელი დაღუპულის გადასვენება საკუთარ სამშობლოში…და მესამე- ეს ის იმბეცილი “ვაჟკაცი” არ არის საკუთარ კორტეჟს რომ ასწრებდა ფორთხვით გორიდან?
ეს არის ოპოზიციის მთავარი მედროშე?თქვენი მოგებული არჩევნები და რევოლუციური “რეფერენდუმი” არ გაიშვას..
“კუზიანს სამარე გაასწორებსო” ნათქვამია და ამას რა ეშველება ნეტა?’’,-  წერს ანალიტიკოსი facebook ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები