გია აბაშიძე – შეერთებულ შტატებს გამოწვევების უდიდესი კასკადი აქვს ავღანეთის გამო შინ და მოკავშირეებთან და ამ ორმა, ყოფილმა დიპლომატმა ახლა მოიცალეს უდროო, უარგუმენტო ცილისწამებისათვის
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ამერიკის ელჩის კელი დეგნალის განცხადებას ეხმიანება.
“დიდი კონტენტ-ანალიზიც არ სჭირდება აშშ-ის ყოფილი დიპლომატების, ამჟამად ლექტორ-მკვლევარების ამ შეკვეთილ წერილსაც, რითაც კიდევ უფრო მყარდება მათდამი უნდობლობის ხარისხი. ტექსტში არაერთი უზუსტობაა, გამოყენებული მოსაზრებები ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს დესტრუქციული ოპოზიიცის ‘მესიჯბოქსს’ და ბრალდებები სრულიად დაუსაბუთებელია.
იცით, რა დონეზე შედგენილ არგუმენტირებულ ტექსტს მაგონებს? ივნისში, ვაშინგტონში, ნიკანორ მელიას “ტრიუმფალური, უპრეცედენტო ოფიციალური დონის შეხვედრები” რომ ჰქონდა პენსიაზე გასულ ზოგიერთ ელჩთან კაფეებში.
შეერთებულ შტატებს გამოწვევების უდიდესი კასკადი აქვს ავღანეთის გამო შინ და მოკავშირეებთან და ამ ორმა, ყოფილმა დიპლომატმა ახლა მოიცალეს უდროო, უარგუმენტო ცილისწამებისათვის. Give me a break!
“ნაცებო”, სექტის მიღმა დაიჯერება მსგავსი პოლიტიკური boolshit?..” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.