ანგელა მერკელი: მე მოითხოვე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება და ხაზი გავუსვი, რომ მომავალში ამ საქმეს დავაკვირდებით

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ის “მიუღებლად მიიჩნევს” ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის განაჩენს და თვლის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე მოითხოვე ალექსეი ნავალნის გათავისუფლება და ხაზი გავუსვი, რომ მომავალში ამ საქმეს დავაკვირდებით“, – აღნიშნა გერმანიის ლიდერმა.

თავის მხრივ პუტინმა გაიმეორა, რომ ნავალნი რუსეთში გასამართლებულია უცხოელ პარტნიორებთან მისი კრიმინალური კანონდარღვევების და არა – პოლიტიკური საქმიანობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები