ვლადიმერ ბოჟაძე: ნიკა გვარამიამ მორიგი ბლეფი გამოაგდო, ტელეკომპანია ,,იმედს “დავეწიეო, დათვლა ისწავლე, დათვლა
“ნიკა გვარამიამ მორიგი ბლეფი გამოაგდო, ტელეკომპანია ,,იმედს “დავეწიეო, დათვლა ისწავლე, დათვლა”, – ამის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ,,მთავარი არხი” ,,იმედთან” ახლოსაც ვერ მივა.
,,ფეიკ არხის მთავარმა ფეიკერმა, მთავარმა მატყუარა ნიკა გვარამიამ მორიგი ბლეფი გამოაგდო. ტელეკომპანია ,,იმედს “დავეწიეო. დავინტერესდი, გადავამოწმე და, მისივე მთვლელის მიხედვითაც კი, ახლოსაც ვერ მივა ,,იმედთან”. ტყუილიც არის და ტყუილიც… მასე გააგრძელე გაქცეული სააკაშვილის მოტყუება და შორს წახვალთ, დათვლა ისწავლე, დათვლა. მასე არ დათვალო ,,ნაცების” % 2 ოქტომბერს”, – წერს ბოჟაძე.