The Wall Street Journal: ქაბულის აეროპორტთან ხალხის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ქაბულის აეროპორტთან სამხედროებმა ხალხის შესაკავებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აეროპორტთან დღეს ისევ ქაოსია.

ამის შესახებ The Wall Street Journal -ი წერს.

დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, სამხედროებმა ასევე ჰაერში გაისროლეს.

ამჟამად, გაურკვეველია, რომელი ქვეყნის სამხედროებზეა საუბარი – ამერიკელი, ბრიტანელი, ავღანელი თუ სხვა.

სამხედროები, რომლებიც აეროპორტს აკონტროლებენ, ზოგჯერ პერიმეტრს ტოვებენ, რომელიც  გარშემორტყმულია “თალიბებით”, ხალხის დასაშლელად და ევაკუაციის სიებში მყოფი ადამიანებისთვის გზის გასუფთავებისთვის.

ამ დრომდე, ათასობით ავღანელი ცდილობს ქვეყნის დატოვებას მას შემდეგ, რაც 15 აგვისტოს “თალიბანმა” ქაბული დაიკავა და ხელისუფლება ხელში ჩაიგდო.

ნატო-ში დღეს განაცხადეს, რომ 16 აგვისტოდან ქვეყნიდან 18 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის, ასევე, ადგილობრივების ევაკუირება მოხერხდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ პროცესი 31 აგვისტოსთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები