ივანე ჩხაიძე: რიცხვები, რომლებიც დღეს გვაქვს, ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს

“რიცხვები, რომლებიც დღეს გვაქვს, ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე იმედოვნებს, რომ თუკი ქვეყანაში ვაქცინაცია ისეთი მაღალი ტემპით გაგრძელდება, როგორიც ბოლო დღეებშია, უახლოეს პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდება.

„რიცხვები, რომლებიც დღეს გვაქვს, ძალიან მაღალია და რისკის ქვეშ აყენებს სკოლების გახსნის საკითხს. თუ გავითვალისწინებთ ძალიან მაღალ მიმართვიანობას ვაქცინაციის ცენტრებში, შესაძლებელია, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდეს. ეს სავსებით დასაშვები სცენარია. ამ შემთხვევაში, შეიძლება განვიხილოთ სკოლების გახსნის საკითხი, ვინაიდან სკოლა არ წარმოადგენს ინფექციის გავრცელების წყაროს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები