ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ადამიანს კორონავირუსის “დელტა” შტამისგანაც იცავს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.
”აშკარაა, რომ ვაქცინები ხელს უშლის მძიმე შემთხვევებისა და “დელტა” ვარიანტისგან გარდაცვალებას,” – თქვა მან ონლაინ ბრიფინგის დროს.
თავის მხრივ, ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა, მარია ვან კერხოვემ აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია, “დელტა” აუცრელ პირებში ცირკულირებს, ასევე, იქ, სადაც უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული.
ამასთანავე, სუმია სვამიანათანმა დასძინა, რომ ამჟამად დამატებითი, ბუსტერ დოზების საჭიროება არ არსებობს.