მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციაზე: თავადაც კარგად ხვდებიან, რომ გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ

“თავადაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე გამარჯვების რაიმე მოლოდინი ჰქონდეთ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებზე გააკეთა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ.

“თავადაც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ არავითარი პერსპექტივა არ გააჩნიათ იმისთვის, რომ გამარჯვების რაიმე მოლოდინი ჰქონდეთ. ყველგან უკონკურენტო კანდიდატები არიან წარდგენილი. საკუთარ შანსებზეც ისაუბრონ. ყველა გამოთვლით, მაგალითად, თავად მელიას, სადაც აქვს წამოყენებული კანდიდატურა თბილისის მერობაზე, რამდენჯერადი უპირატესობა აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატს! ასეთ ფონზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, უბრალოდ, უტაქტობაა და არ მგონია, შედეგიანი აღმოჩნდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები