ექიმი: ბავშვებში კორონავირუსით ავადობა მომატებულია
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის უფროსის, მალვინა ჯავახაძის განცხადებით, ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობა საყურადღებოა.
მისივე თქმით, ბავშვების შემთხვევაში ჰოსპიტალური გადატვირთვა არ ფიქსირდება.
„ბავშვებში ავადობა მომატებულია და არა მარტო მომატებულია, არამედ, დაავადების მიმდინარეობაც საკმაოდ საყურადღებოა. თუ მეორე ტალღის დროს ბავშვებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობდა, ახლა, “დელტა შტამიდან” გამომდინარე, ვირუსი დიდი პროცენტით აავადებს ბავშვებს და რთულად მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, ბავშვებში ჰოსპიტალური კოლაფსი არ არის“, – განაცხადა ექიმმა.