ადამ შიფი: ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის ავღანეთში ყოფნის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და ეს არც რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანდა განსხვავებულ შედეგს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, “რთულია, ტკივილის გარეშე მიადევნო თვალი ავღანეთის მთავრობის სწრაფ დაშლას მას შემდეგ, რაც ამდენმა ამერიკელმა ორი ათწლეულის განმავლობაში შესწირა სიცოცხლე ავღანელი ხალხისთვის განსხვავებული მომავლის შექმნას. ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის იქ ყოფნის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და არც რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანდა განსხვავებულ შედეგს”.

”ამერიკა ავღანეთში ომში შევიდა 11 სექტემბრის შემდეგ, რათა სასიკვდილო თავდასხმის შემქმნელის ლიკვიდირება და ჩვენს მიწაზე მორიგი თავდასხმის არიდება მომხდარიყო. ჩვენ ამაში წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს. ჩვენ მათ წინაშე ვალში ვართ.

რთულია, ტკივილის გარეშე მიადევნო თვალი ავღანეთის მთავრობის სწრაფ დაშლას მას შემდეგ, რაც ამდენმა ამერიკელმა ორი ათწლეულის განმავლობაში შესწირა სიცოცხლე ავღანელი ხალხის განსხვავებული მომავლის შექმნას. ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის იქ ყოფნის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და არც რამდენიმე წლის შემდეგ მოიტანდა განსხვავებულ შედეგს.

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ “თალიბანის” მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდება პროგნოზირებადი იყო, შეუძლებელია, გაოცებას არ იწვევდეს ტრაგიზმი და სისწრაფე, როგორითაც ეს მოხდა.

ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი არის ამერიკული ჯარების, დიპლომატიური პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის უზრუნველყოფა. და, როგორც მე ვთქვი, წლების განმავლობაში ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ავღანელი პარტნიორები, რომლებიც ჩვენთან ერთად მსახურობდნენ და მსხვერპლს გაიღებდნენ ჩვენთან ერთად, ისევე როგორც რისკის ქვეშ მყოფი სხვა პირები, როგორებიც არიან ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, განსაკუთრებით – ქალები, რომლებიც სამოქალაქო პოზიციის გამო შესაძლოა, “თალიბების” მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრში უახლოეს დღეებში, კვირებსა და თვეებში. ეს არ იქნება ადვილი და მე მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მნიშვნელოვან რესურსს გამოყოფს რისკის ქვეშ მყოფი ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციისთვის და გააგრძელებს მათ განსახლებას მომდევნო წლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები