ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან ერთად „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, იმერეთის მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრაზე, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებს ესაუბრა და მოქმედი პროტოკოლი მათთან ერთად განიხილა.
ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის პირობებში ექიმებისა და მედპერსონალის პროფესიულ თავდადებაზე გააკეთა აქცენტი. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანლის თქმით, პაციენტების მართვის პროცესში სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენლის ღვაწლი შეუფასებელია.

ეკატერინე ტიკარაძემ გაწეული შრომისთვის რეგიონის სამედიცინო მუშაკებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში ოჯახის ექიმების როლი გამოჰყო. ეკატერინე ტიკარაძემ მედპერსონალს ვაქცინაციის გეგმის წარმატებით განხორციელებაში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები