პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია: ორსულობასთან აცრას არანაირი წინააღმდეგობრივი ჩვენება არ აქვს

ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანლის, პროფესორ ნიკოლოზ კინტრაიას განცხადებით, ორსულებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა უსაფრთხოა და ისეთივე აუცილებელია, როგორც, ზოგადად, ყველა ადამიანისთვის.

„ამ კითხვაზე პასუხი გარკვეულია და აცრა აუცილებელია როგორც ორსულებისთვის, ისე, არაორსულებისთვის. მიზეზი, თუ რატომ უნდა აიცრან ორსულები, იგივეა, თუ რატომ უნდა აიცრას ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ არ დაემართოს  ეს დაავადება, ხოლო თუკი მაინც დაემართება, გადაიტანოს მსუბუქად,“ – აღნიშნავს პროფესორი.

მისივე განმარტებით, სასურველია, ორსულობის დაგეგმვამდე ვაქცინაციის სრული კურსი ჩატარდეს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ორსულობა პირველი აცრიდან მეორემდე შუალედში გამომჟღავნდება, აცრის კურსი ჩვეულებრივ უნდა დასრულდეს და ორსულმა ქალბატონმა აცრის მეორე დოზაც მიიღოს.

„ორსულობასა და ორსულობის დაგემვასთან აცრას არანაირი წინააღმდეგობრივი ჩვენება არა აქვს”, – აცხადებს ნიკოლოზ კინტრაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები