ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სკვერი, დეკორატიული ფილებითა და თეთრი ქვებით მოპირკეთდება, კეთილმოეწყობა სკვერში არსებული სანიაღვრე არხი და ბორდიური, დამონტაჟდება სკამები, საბავშვო ატრაქციონები და განათდება დეკორატიული სანათებით.

დასასვენებელი რეკრეაციული სივრცის მოწყობა სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაიგეგმა და ის როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ხორციელდება. პროექტის ღირებულება 24 275 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები