ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ქობულეთში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ სოფელ მუხაესტატეს ცენტრში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

30 წლამდე მამაკაცი ქობულეთის “ევექსის” კლინიკაში მოათავსეს, სადაც სტაციონალურ მკურნალობას გადის.

შსს-ში ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები