13 აგვისტოდან ახალი ვაქცინაციის სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ იქნება

13 აგვისტოდან ახალი ვაქცინაციის სივრცე დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრი ყოველ დღე იმუშავებს და ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება ფაიზერით, სინოვაკით და სინოფარმით.

“13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე.
ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით.
ვაქცინის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები