ეკატერინე ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლები არ იქნება კარვის ტიპის, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ექიმების, ასევე – პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კარვის ტიპის საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია როგორც ექიმების, ასევე, პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება.

„საველე ჰოსპიტლები არ იქნება კარვის ტიპის, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ექიმების, ასევე, პაციენტებისთვის შეიქმნას მაქსიმალური კომფორტი და მაქსიმალური უსაფრთხოება. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს გარკვეული ლოკაციები, რომლებიც მეტად უფრო შეესაბამებიან ჰოსპიტალური სექტორის მოწყობას და, რა თქმა უნდა, ასევე  ჩვენ ზუსტად ვიცით, თავიანთი მაღალი კვალიფიკაციით რომელი ექიმთა ჯგუფები  შეძლებენ უფრო დიდი რაოდენობის პაციენტების მართვას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები