ამირან გამყრელიძე: ეპიდვითარების მართვისთვის მკაცრი “ლოქდაუნები” აღარ განიხილება

“ძალიან მკაცრი „ლოქდაუნი“, განსაკუთრებით, მცირე ეკონომიკის ქვეყნებისთვის არ იქნება. ვცდილობთ, რომ ოქროს შუალედი იყოს კარგად ნანახი. ეს არის გზა, ეს არის ორიენტირი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის დაწყების გამო, მკაცრი „ლოქდაუნის“ საჭიროება აღარაა.

„მკაცრი ,,ლოქდაუნები,, მართვისთვის უკვე აღარ განიხილება. მას შემდეგ, რაც შემოვიდა აცრა და ვაქცინაცია განიხილება ე.წ. ბალანსირებული მიდგომა. დღეს ბრიტანეთში, პორტუგალიაში, შვეიცარიასა და თურქეთში იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, მაგრამ ქვეყანა არ ჩაუკეტავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები