პაატა იმნაძე: გადაანგარიშებით, რაც ინდოეთში ხდებოდა, ჩვენთან ავადობა იმაზე ხუთჯერ მეტია და ამას უძლებენ ექიმები

“საველე ჰოსპიტლის ქართული ვარიანტი არის კოვიდ-სასტუმროები, თუ საკმარისი არ აღმოჩნდა, იქნება საველე ჰოსპიტლები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდ-სასტუმროების ქსელი მაქსიმალურად უნდა გაფართოვდეს.

„თუ ესეც არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა, ბევრ ავადმყოფს დიდ სივრცეში მოვუვლით. იმის გამო, რაც ჩემს კოლეგებს წელიწად-ნახევარია, გადააქვთ, კიდევ ერთხელ თითოეულ მათგან ღრმა პატივისცემა მინდა, რომ გამოვუცხადო. პროპორციულად რომ შევადაროთ, 100 000 მოსახლეზე ჩვენ, დღეს რა ავადობაც გვაქვს, ინდოეთში რაც ხდებოდა, 5-ჯერ მეტი არის ჩვენთან. აი, ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები