სეს-მ აჭარაში საკვებისა და სურსათის სარეალიზაციო 42 ობიექტში დარღვევები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში აქტიურად განაგრძობს საზოგადოებრივი კვებისა და სურსათის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 – ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი.
შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 – ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში. დარღვევის ყველა ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ თანდართულ ცხრილში: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/721 სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი მომხმარებლის, ასევე ტურისტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები