ჯანმო-მ კორონავირუსის სამკურნალო სამი ახალი პრეპარატის ტესტირება დაიწყო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვოდ19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალო სამი ახალი ფარმაკოლოგიური პრეპარატის ტესტირება დაიწყო.

ამის შესახებ ჯანმო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ საუბარია პრეპარატებზე​ არტესუნათი (artesunate), იმატინიბი (imatinib) და ინფლაქსიმაბი (infliximab), რომლებსაც ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში სიკვდილის რისკის შემცირების პოტენციალი აღმოაჩნდათ.

არტესუნათი (artesunate) გამოიყენება მალარიის მძიმე ფორმის დროს; იმატინიბი (imatinib)კიბოს ზოგიერთი სახეობის დროს; ინფლაქსიმაბი (infliximab) კი იმუნური სისტემების დაავადებების დროს, როგორი არის რევმატოიდული ართრიტი და კრონის დაავადება.

კვლევის ახალ ეტაპზე, რომელიც ჯანმო-ს ეგიდით მიმდინარეობს, 52-ზე მეტი ქვეყნის 600 საავადმყოფოში, რაც 16-ით მეტია, ვიდრე კვლევის პირველ ფაზის დროს იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები