მამუკა მდინარაძე: კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები და, დაახლოებით, მსგავსი მონაცემები გვაქვს
“კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები, ყველა პარტია აკეთებს ამას და, დაახლოებით, მსგავსი მონაცემები გვაქვს, იქ ცოტა უფრო მეტია და დაახლოებით ჯდება ცდომილების ფარგლებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ “გორბის” კვლევების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, გარდა გამარჯვების მოლოდინისა, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ ეს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდება.
“კვლევის ეს შედეგები მოულოდნელი არ იყო, რადგან ჩვენც გვაქვს შიდა კვლევები, ყველა პარტია აკეთებს ამას და, დაახლოებით, მსგავსი მონაცემები გვაქვს, იქ ცოტა უფრო მეტია და დაახლოებით ჯდება ცდომილების ფარგლებში. გარდა გამარჯვების მოლოდინისა, მმართველ პარტიას მოლოდინი აქვს, რომ ეს რეიტინგი კიდევ უფრო და მნიშვნელოვნად გაიზარდება”, – აღნიშნა მდინარაძემ.