შვილი გარდაიცვალა, მამა კი მძიმედ დაშავდა – გურჯაანში გზაზე მდგარ მამა-შვილს მანქანა დაეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა,  მანქანა მამა-შვილს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ჭანდარში გურჯაანის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს საზამთროს გასაყიდ ჯიხურთან მდგარ მამა-შვილს დაეჯახა. შედეგად, 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით „ჯეოჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები