გიორგი ხვედელიანი: “გორბის” კვლევებში ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ხოლმე, რა არის “ქართული ოცნების” ოცნება

გორბის” კვლევებში ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ხოლმე, რა არის “ქართული ოცნების” ოცნება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ხვედელიანი აცხადებს.

მისივე თქმით, “გორბს” აქვს ფუნქცია, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი გაამხნევოს და დაარწმუნოს, რომ პარტიას მაღალი მხარდაჭერა აქვს.

გორბის” კვლევებში ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ხოლმე, რა არის “ქართული ოცნების” ოცნება. “გორბს” აქვს ეს ფუნქცია, რომ “ქართული ოცნების” ამომრჩეველი გაამხნევოს და დაარწმუნოს, რომ პარტიას აქვს მაღალი მხარდაჭერა, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ გვგონია, რომ არჩევნების შედეგები იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ პარტიას აქვს მაღალი რეიტინგი და ჩვენ ამას ვზომავთ შიდა კვლევებით ძალიან ინტენსიურად. ჩვენ კანდიდატსაც აქვს მაღალი მხარდაჭერა”, – განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები