გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილმა თავისი ბუნება საჯაროდ აჩვენა საზოგადოებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, როლის მიხედვითაც, ის საკუთარ პარტიასა და მხარდამჭერებს კოვიდ ვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს.
მაჭარაშვილის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა სტატუსმა სააკაშვილის რეალური სახე საჯაროდ აჩვენა.
“პრაქტიკულად, თავისი ბუნება საჯაროდ აჩვენა თავის ამომრჩეველს და, ზოგადად, საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ, ბუნებრივია, ასეთი ადამიანის განცხადებები და კომენტარები სერიოზულად არ უნდა მიიღო და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ არჩევნების შემდგომ უკვე “ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად გამოიკვეთება ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დაიკავებს მთავარი ოპოზიციის სტატუსს ქართულ პოლიტიკაში”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
სტატუსი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ facebook გვერდზე დადო, აღარ იძებნება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook-ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა და სტატუსი მას არ ეკუთვნოდა.