თამარ გაბუნია საველე ჰოსპიტლების მოწყობას არ გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.

მისივე თქმით, თუ ეპიდვითარება არ გაუმჯობესდება, საველე ჰოსპიტლების მოწყობა გამორიცხული არ არის.

“ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7 500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე ორი-სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით, საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება ხდება გაწერების ხარჯზე. თუ გაგრძელდება მომდევნო 7, 8, 10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატება, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზებაც და ასევე მიდის საუბარი, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არ გამოგვიყენებია”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები