ეპიდვითარების გამო, თიანეთში დაანონსებული, ვაჟა აზარაშვილის კონცერტი გადაიდო
დაბა თიანეთში დაანონსებული, ვაჟა აზარაშვილის კონცერტი გადაიდო. ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს და მიზეზად ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეპიდვითარებას ასახელებს.
“მოსახლეობის საყურადღებოდ!
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში 11 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი გადაიდო!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.