საქართველოში წუხელ 2 მიწისძვრა მოხდა
საქართველოში წუხელ 2 მიწისძვრა მოხდა.
პირველად, 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დმანისის მუნიციპალიტეტში 01:15 საათზე სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მეორე, 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებიც სოფელ სამებაში 01:17 წუთზე იყო.