მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის” გვერდზე დაწერილი ტექსტის ავტორად სუსი დაასახელა

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი „ფეისბუქის” გვერდზე დაწერილი ტექსტის ავტორად სუსი დაასახელა.

სუსმა, როგორც ჩანს მოახერხა ჩემი პეიჯის გატეხვა უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით, – წერს ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილი წერს, რომ “ფეისბუქს” მიწერა, რადგან დამატებითი დაცვა დაამატონ.

ცნობისთვის დღეს მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა, რომ  როგორმე უნდა მოხერხდეს და „ეს ტრაგედია ივანიშვილს და ქოცებს შეეტენოთ“. „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის ეს მოწოდება სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო მისი მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის და შემთხვევით საჯაროდ დაიპოსტა, რის გამოც მან მოგვიანებით ტექსტი წაშალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები