თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილზე: კოკაინით გაბრუებულს ეგონა ჩატში გვარამიას და არასამთავრობოს ამოფარებულ ახალგაზრდულ ჯგუფს წერდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კოვიდის მოკავშირე პარტიაა, რომელიც მმართველობის დროს ხილულად კლავდა, ახლა კი უხილავ ვირუსს შეეკრა! “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სულ სიკვდილის მხარეს იდგა და დგას!, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
„კოკაინით გაბრუებულს ეგონა ჩატში გვარამიას და არასამთავრობოს ამოფარებულ ახალგაზრდულ ჯგუფს წერდა… არადა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ასე საჯაროდ დ ა ე წ ე რ ა! (სასწრაფოდ წაშალალა, მაგრამ)…
მის მიზანსა და პარტიისა და პარტიულების მიმართ მის პირდაპირ დაკვეთას თავადაც კითხულობთ და ხედავთ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კოვიდის მოკავშირე პარტიაა, რომელიც მმართველობის დროს ხილულად კლავდა, ახლა კი უხილავ ვირუსს შეეკრა!
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სულ სიკვდილის მხარეს იდგა და დგას!
მათი მმართველობა მართლა სისხლზე და სიკვდილზე იდგა და დგას!
შემოაკლდებათ თუ არა გვამები, თითქოს პოლიტიკურ სამარეში იძირებიან და ახალ – ახალ სასიკვდილო სცენარებს ამზადებს მიხეილ სააკაშვილი, ეს პოლიტიკური მათხოვარი!
#მიშაკლავს !
ეს იყო და არის სიმართლე!
#მიშაკლავს!, – წერს თამთა მეგრელიშვილი.
ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს და „ეს ტრაგედია ივანიშვილს და ქოცებს შეეტენოთ“. „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტის ეს მოწოდება სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო მისი მხარდამჭერების დახურული ჯგუფისთვის და შემთხვევით საჯაროდ დაიპოსტა, რის გამოც მან მოგვიანებით ტექსტი წაშალა.