ვლადიმერ ბოჟაძე სააკაშვილს: არ დაიღალე? არ გინდა დაასვენო ეს ქვეყანა?

ეს ჰასტუხიჭამია, მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდალი და გაქცეული პრეზიდენტი ნახეთ ერთი რა ამბავშია, – ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოსტს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

„ეს ჰასტუხიჭამია, მფორთხავი უმაღლესი მთავარსარდალი და გაქცეული პრეზიდენტი ნახეთ ერთი რა ამბავშია. სულ გვამებით და ადამიანური ტრაგედიებით ვაჭრობა, სულ დესტაბილიზაციის, ქაოსის და არეულობის მცდელობა, არ დაიღალე? არ გინდა რომ დაასვენო ეს ქვეყანა? ქვეყანა, რომლის მოქალაქეობაც ოდესის გუბერნატორობაზე გაცვალე? ქვეყანა, რომელსაც ამდენი უბედურება, სისხლი და ცრემლი მოუტანე? მიხედე რა უკრაინაში შენს ჩასვრილ საქმეებს…“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ცნობისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ როგორმე უნდა მოხერხდეს და „ეს ტრაგედია ივანიშვილს და ქოცებს შეეტენოთ“. „როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები