12 -დან 14 აგვისტომდე გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

2021 წლის 12 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-22) გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ58-კმ67 მონაკვეთზე ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა მეკლდეურების მეშვეობით.

რის გამოც, სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა ყოველ 2 საათში 10 წუთიანი ინტერვალებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები