დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: pfizer-ის ვაქცინით მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაწყებულია – აცრის პროცესი 15 აგვისტოს დაიწყება
“დაიწყო “ფაიზერის” ვაქცინით II დოზაზე რეგისტრაციის პროცესი”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, აცრის პროცესი 15 აგვისტოს დაიწყება.
“რეგისტრაცია შეუძლიათ 16 წლის და უფროს საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522″,- აღნიშნულია ინფორმაციაში.