‘’Erasmus+ ახალგაზრდებისთვის’’ პარტნიორობით გუდაურში, სტუდენტებისთვის საზაფხულო პროგრამა „ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა“ იმართება

ახალგაზრდული ასოციაცია ,,დრონი“ სტუდენტებისთვის ერთკვირიან საზაფხულო პროგრამას – ,ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა” მართავს.

“პროექტის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები გუდაურში თეორიული და პრაქტიკულ სწავლების კურსს გადიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და ტრენერების ჩართულობით. გარდა ამისა გაიზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ლიდერებად ჩამოყალიბებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას’’- განაცხადა ახალგაზრდული ასოციაცია “დრონი“-ს ხელმძღვანელმა გიორგი კიკალიშვილმა.
მისივე თქმით, მონაწილეების შერჩევა ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე მოხდა აპლიკაციების გადარჩევა მოტივაციის, ესსეებისა და ვიდეო-რგოლების მეშვეობით. ხოლო, შემდეგ ეტაპზე ჩატარდა გასაუბრება.
“პროგრამაში ჩართულია 25 სტუდენტი გოგონა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტებიდან’’- განაცხადა გიორგი კიკალიშვილმა. პროექტის მიზანია ახალგაზრდების როლის გაძლიერება და მათი ინიციატივების მხარდაჭერა. ასევე, მშვიდობის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამა 5-დან 11 აგვისტომდე, ‘’Erasmus+ ახალგაზრდებისთვის’’ და ,,ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში’’ პარტნიორობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები